თუ ვინმეს ჰგონია, რომ სამების ტაძარში მომხდარი მკრეხელობა და ერთ-ერთი ელჩის მიერ ნაბჟუტურები, ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, ოლიგარქიასთან დაკავშირებით, უბრალო დამთხვევაა, ნაცი ყოფილა! - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს:
"ახალ კამპანიას იწყებს გლობალური ომის პარტია საქართველოში ‼️ თუ ვინმეს ჰგონია, რომ სამების ტაძარში მომხდარი მკრეხელობა და ერთ-ერთი ელჩის მიერ ნაბჟუტურები, ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, ოლიგარქიასთან დაკავშირებით, უბრალო დამთხვევაა, ნაცი ყოფილა!
ყოველთვის ასე იქცევიან, როდესაც უნდათ არეულობა და დესტაბილიზაცია გამოიწვიონ, მაშინ ეხებიან ბატონ ბიძინას და ეკლესიას! ან როდის უნდა ისწავლონ ჭკუა? ადრე, წლების წინ, უცხოელი დიპლომატის ან ჩინოვნიკის ნათქვამს, ხალხი ასე თუ ისე ყურადღებას აქცევდა, მერე იმდენი ქნეს და ისეთ მხარეს ქომაგობდნენ, ჯალათებს, ურეიტინგო პარტიებს, რომ ქართველ ხალხში ნდობა დაკარგეს! სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაც ჰქონდათ და დღეს უკვე ასეთების ლაყბობა საქართველოს მოსახლეობის გაღიზიანებას და გამწარებას იწვევს! კეზერა, თქვენივე დედების და მამების, ბებიების და ბაბუების ქურდი, ხომ გყავთ ოქროს ბაღჩაში ჩასმული, მედეა მენეჯერს უწოდებთ და ერისკაცს, ბიძინა ივანიშვილს რომ ოლიგარქს დაარქმევ, აი მანდ ასრულებ და შენს სიტყვას მნიშვნელობა აღარ აქვს! ჩვენი ქვეყნის მიმართ, ყველა ცუდად განწყობილის, საქართველოს ომში ჩათრევის მსურველის, ქართული ეკლესიის მტრის და 5იდარასტების დამცველების განცხადებები სულ ფეხებზე გვკიდია! ქართველებს ასეთი შემოგდებული ფანდების აღარ გვჯერა! ვერ არევთ და ვერც გვაიძულებთ ჩვენი ქვეყნის დაკარგვას!!!
რა ვეღარ გაიცანით ბიძინა ივანიშვილი და ქართველი ხალხი? დამთავრდა ის დრო, როდესაც ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ვინმეს ხელის ფათური შეეძლო! მორჩა და არასდროს აღარ იქნება საქართველო ვინმეს პირად ინტერესებში გასაცვლელი ნივთი! შეეგუეთ ამ რეალობას."- წერს დიტო სამხარაძე.