მერაბიშვილს ივანიშვილმაც ვერ წაართვა თავისი პოზიციის გამოხატვის უფლება, რისთვისაც 6 წელი და 9 თვე საკანში მარტო იჯდა - ამის შესახებ ენმ-ის წევრმა, დიმიტრი შაშკინმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ვანო მერაბიშვილს არაერთხელ აქვს განცხადებული, რომ ის არ არის საქართველოს საჯარო პოლიტიკაში, რომ არ აინტერესებს არანაირი თანამდებობა და მიუხედავად იმისა, რომ არის ენმ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, არ არის ჩართული პარტიის მართვაში. ის რომ ვანო მერაბიშვილს აქვს თავისი პოზიცია და თავის სუბიექტურ პოზიციას გამოხატავს, ეს არის მისი უფლება და ყველასთვის სიტყვის თავისუფლება არის ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი ფასეულობა. ვერავინ ვერ წაართმევს ვანო მერაბიშვილს უფლებას გამოხატოს თავისი სუბიექტური პოზიცია. ბიძინა ივანიშვილმაც ვერ წაართვა, ზუსტად ამის გამო ვანო მერაბიშვილი 6 წელი და 9 თვე მარტო იჯდა საკანში იმიტომ, რომ თავისი პოზიცია არ შეცვალა და ეს პოზიცია დაიცვა“- აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.