“ლელომ” გააპიარა თურქეთში გაგზავნილი დახმარება - დეგენერატებო! პირველივე დღიდან ვაგზავნით დახმარებას და ამით არ გვიბლატავებია! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„თაღლითების პარტია “ლელომ” გააპიარა თურქეთში მიწისძვრისთვის გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება. დეგენერატებოოო! პირველივე დღიდან, ქართული ოცნების ოფისებში გროვდება ჰუმანიტარული დახმარება და ყოველდღიურად ვაგზავნით თურქეთში! ყველა რეგიონული ორგანიზაციაა ჩართული და ამით არ გვიბლატავებია! აუ, ეს მევახშეები, არასდროს არაფერს არ აკეთებენ ისე, რომ სარგებელი პროცენტულ ნამატში არ ქონდეთ“ - წერს სამხარაძე.