"საქართველოს სუვერენიტეტისათვის ბრძოლის კიდევ ერთი სისხლიანი დღე", - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე იუნკერთა ხსოვნის დღეს სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, საქართველო აუცილებლად იქნება ევროპული სახელმწიფო ეროვნული ღირებულებებით და ფასეულობებით.
„დღეს იუნკერთა ხსოვნის დღეა. საქართველოს სუვერენიტეტისათვის ბრძოლის კიდევ ერთი სისხლიანი დღე. მართალია, იუნკრები ვერ გაუმკლავდნენ წითელ არმიას, მაგრამ ეს ახალგაზრდები დარჩნენ გმირებად ისტორიას.
სწორედ მათი ხსოვნა არ გვაძლევს უფლებას ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლებები არ დავიცვათ და საქართველოს მართვის სადავეები სხვას დავუთმოთ.
ჩვენს შვილებს აუცილებლად დავუტოვებთ რეალურად დამოუკიდებელ და ძლიერ ქვეყანას. საქართველო აუცილებლად იქნება ევროპული სახელმწიფო ეროვნული ღირებულებებით და ფასეულობებით შენარჩუნებული. ჩვენ შევძლებთ იმ ოცნებების ახდენას, რისთვისაც სიცოცხლეს სწირავდნენ ქართველი ახალგაზრდები“, -წერს ხუნდაძე.