დღეს, 10:00 საათზე, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.
სხდომაზე განსახილველი საკითხებია 2008 წლის აგვისტოს ომსა და 2009 წელს აღძრული, მუხროვანის ამბოხის სახელით ცნობილ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული საკითხები.
ასევე, 2019 წელს, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შედეგად განვითარებული მოვლენები.
აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით, სხდომაზე გენერალი კობა კობალაძე და ჩორჩანის მკვიდრი ელგუჯა ხარაზიშვილი ისაუბრებენ. მმართველი გუნდის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს კომისიის მუშაობის მნიშვნელობას.