კლიმატის ცვლილებებიდან მომდინარე გამოწვევების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარტნიორებთან ერთად, ბაქოში მსჯელობს.

დღეს ლიდერთა სამიტზე ლიდერები ირაკლი კობახიძეს მოუსმენენ. მდგრადი მომავლისთვის საქართველო მზად არის, მსოფლიო ლიდერებთან ერთად იმუშაოს იმისთვის, რათა კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული საფრთხე თავიდან აირიდოს - ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც დღეს ირაკლი კობახიძე ყურადღებას სიტყვით გამოსვლისას გაამახვილებს.

ასევე ისაუბრებს განახლებად ენერგიაზე, ემისიების შემცირებასა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისა და ევროპისთვის.

მანამდე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში, სადაც სიტყვით გამოსვლისას იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომლებსაც საქართველო დგამს კლიმატის ცვლილებით შექმნილი გამოწვევების დასაძლევად