საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი მუშაობს კანონზე, რომელიც არასამთავრობო ჯგუფებს აიძულებს, გაამჟღავნონ დაფინანსება, რომელსაც ევროკავშირის გარედან იღებენ.
„ცალ ფეხზე დგომაც აღარ გიშველით, ლაქიობის ახალი პოზა გაქვთ შესარჩევი, რომ ევროკავშირს მისი გადაწყვეტილება მოუწონოთ. აქამდე სად იყავით - პრეტენზიებით? ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებულნი არიან ევროკომისიის სახელით გაგზავნილი წინასწარი კითხვარის გამო, რომელშიც რესპონდენტებს უკვე სთხოვენ დეტალურად აღწერონ დაფინანსების წყაროები, რომელიც ევროკავშირის გარედან არის მიღებული. სადაა თქვენი სოლიდარობა ევროპელ კოლეგებთან? სადაა ურსულა ფონ დერ ლაიენის სტიგმატიზაცია - „მონა“ და „მოღალატე“? თქვენი იდიოტი თავების არ გრცხვენიათ? თუ „შიგ-ევროპისკენ“ მდგომარეობას სირცხვილი არ ახასიათებს?“, - წერს დავით ქართველიშვილი.