“ვინაიდან ოპოზიცია კვლავ უუნაროა, მოკლებულია სტაბილურ ფინანსირებასა და მოსახლეობაზე ზემოქმედების ბერკეტებს-შესაძლებლობას, მათ არ შეუძლიათ პოლიტიკურ გარემოზე ზემოქმედება, ხოლო რაიმეს შესაცვლელად ესაჭიროებათ დახმარება, რასაც ახორციელებენ კიდეც მესამე მხარეები (ა.შ.შ. და უკრაინა) და ცდილობენ ოპოზიციის შეგულიანებას, რათა მათ კვლავ გამოიყვანონ ხალხი გარეთ, მარტის აქციების მსგავსად, მაგრამ ესეც, დიდი ენთუზიაზმის გარეშე, მით უმეტეს, ამასთან დაკავშირებით „არასამთავროების“ რიგებშიც აზრთა სხვადასხვაობის ფონზე”, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.
მისი თქმით, არასამთავრობოები საბოლოოდ გადაიქცნენ ანტისამთავრობო სექტორად და ქვეყანაში მასშტაბური აქციების ორგანიზებას ცდილობენ.
„მე მესმის კელი დეგნანის პრობლემები იმ ამოცანათა შესრულების გზაზე, რომელსაც ხელისუფლების „აყირავება“ ჰქვია, რაც დიდი ხანია ტრანსფორმირდა ცნობილი ჰოლივუდური „ბოევიკის“ – Mission Impossible-ს მორიგ ნაწილში. 14 მაისს არასამთავრობო ორგანიზაციების ვიწრო წრესთან (“ISFED“, “საერთაშორისო გამჭირვალობა“, “სოროსის ფონდი“ და “სი-არ-არ-სი“) მან და “USAID”-ის წარმომადენელმა გამართეს მორიგი შეხვედრა, სადაც განიხილებოდა სასამართლო სისტემასა და პოლიტიკურ სივრცეში არსებული ვითარება. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ, 22 მაისის “სერობაზე“, არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვდნენ მასშტაბური აქციის გამართვას, რაც შესაძლოა ყოფილიყო სწორედ რომ ა.შ.შ.-ს ელჩის პირდაპირი დავალება.
ანტისამთავრობო სექტორად საბოლოოდ გადაქცეული „არასამთავრობოები“ 22 მაისს სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა დიმიტრი ჩიქოვანი და აკერმანის „შვილობილი“ გიორგი მშვენიერაძე, ლობირებდნენ ძირითადად „ე.ნ.მ.“-ს ინტერესებს, რასაც მოჰყვა მწვავე კამათი, მასშტაბური აქციების ორგანიზებასთან დაკავშირებით. ამ უკანანსკნელის წინააღმდეგ გამოვიდნენ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები, ხოლო „არასამთავრობოების“ ძირითადი ბირთვი პირიქით, მხარს უჭერდა სწორედ რომ მსხვილი აქციების გამართვის შესაძლებლობას.
აღნიშნულ შეხვედრაზე განიხილეს ასევე ოპოზიციური პარტიების გაერთიანების პერსპექტივები, რაც ამ ეტაპზე ასევე Mission Impossible-ს კატეგორიას მიეკუთვნება. ამის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია, სააკაშვილის მოწოდება, რომ „ე.ნ.მ.“-მ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა დამოუკიდებლად, ხოლო მეორეს მხრივ, დანარჩენი პარტიების ზოგიერთ ნაწილს არ სურთ ნაცებთან გაერთიანება, რის გამოც ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე, ზურა ჯაფარიძე და სხვა პოლიტიკური „აქტორები“ მუშაობენ „ე.ნ.მ.“-ს ალტერნატიული ოპოზიციური ცენტრის შექმნაზე. თუმცა ვერც აქ ხდება შეთანხმება: „აქტორებს“ არ მოწონთ ერთმანეთი, არ ენდობიან ერთმანეთს, ხოლო გიორგი ვაშაძე და მამუკა ხაზარაძე ვერ უთმობენ ერთმანეთს მომავალი პრემიერ-მინისტრობის პორტფელს.
სწორედ აქ შეიძლება შემოვიყვანოთ კელი დეგნანი, ამჯერად უკვე სულ სხვა, ქართული კინოშედევრის პერსონაჟად: „რა ვქნა, ქვევრის გატეხვა თქვენ არ გინდათ, მე კი ქრისტე-ღმერთი არა ვარ, აქ სასწაულები მოვახდინო - სამჭკუაშვილი ვაარ!“. ვინაიდან ოპოზიცია კვლავ უუნაროა, მოკლებულია სტაბილურ ფინანსირებასა და მოსახლეობაზე ზემოქმედების ბერკეტებს-შესაძლებლობას, მათ არ შეუძლიათ პოლიტიკურ გარემოზე ზემოქმედება, ხოლო რაიმეს შესაცვლელად ესაჭიროებათ დახმარება, რასაც ახორციელებენ კიდეც მესამე მხარეები (ა.შ.შ. და უკრაინა) და ცდილობენ ოპოზიციის შეგულიანებას, რათა მათ კვლავ გამოიყვანონ ხალხი გარეთ, მარტის აქციების მსგავსად, მაგრამ ესეც, დიდი ენთუზიაზმის გარეშე, მით უმეტეს, ამასთან დაკავშირებით „არასამთავროების“ რიგებშიც აზრთა სხვადასხვაობის ფონზე.
ასე რომ, ამ ეტაპზე ოპოზიციურ ჯგუფებს შორის თანხმობა საერთო ბლოკად გაერთიანებაზე მოსალოდნელი არ არის, მეტწილად ველოდებით სამ სხვადასხვა „პროდასავლურ-ოპოზიციურ“ ბლოკს - „ე.ნ.მ.“ თავისი სატელიტი-„პარტიუკებით“; მეორე იქნება ე.წ.“სამეული“ (+შესაძლოა „ლელო“); ხოლო მესამეს სავარაუდოდ ჩამოაყალიბებენ გიორგი გახარიას ირგვლივ, რომელიც წარმოადგენს ა.შ.შ.-ს ერთ-ერთ რჩეულ კანდიდატს (ნელნელა მატულობს ნინო ლომჯარიას, ირაკლი ალასანიას და სხვა აქტორების მედიურობა, რაც მეტყველეს მათ მოსალოდნელ პოლიტიკურ მომავალზე, შესაძლოა სწორედ გახარიას გარშემო).
მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური საქმიანობის სრული კოლაფსის ფონზე, ოპოზიციაში მატულობს რადიკალური განწყობებები და ისეთი მსხვილი ჯგუფები, როგორიც არის „ე.ნ.მ.“, “გირჩი-მეტი თავისუფლება“ და სხვები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას „რევოლუციის“ გარეშე ვერ მოერევიან, რის გამოც ელოდებიან ტრიგერ-ბიძგს, რომლის შექმნაზეც უკვე დიდი ხანია თავის მხრივ ზრუნავენ ა.შ.შ. და უკრაინა. ეს შესაძლოა იყოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის (მაღალი ალბათობა) არმინიჭება, ევროვიზალიბერალიზაციის გაუქმება, სააკაშვილის ჯამრთელობის მკვეთრი გაუარესება ან მათვის მიუღებელი რაიმე ახალი კანონპროექტი, ხოლო პარალელურად ველოდებით სექტორალურ თავდასხმებს: სასამართლოზე, ძალოვან და საარჩევნო სტრუქტურებზე. ამას და ბევრ სხვა ახალ „ასაყირავებელ“ გარემოებას ჩვენ მალევე დავუბრუნდებით“, - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.