სალომე ზურაბიშვილის შემდგომი გალიდერება რთულად წარმოსადგენი იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებას ერთი პოლიტიკური ავანსცენიდან ესაუბრებიან.
„სალომე ზურაბიშვილი იმ კონსტიტუციას არღვევს, რომელზეც ფიცი დადო და შესაბამისად, მისი შემდგომი გალიდერება რთულად წარმოსადგენი იქნება. მისი „ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქსთან სიახლოვის თაობაზე საზოგადოებამ უკვე დიდი ხანია, იცის. საზოგადოებას ორივე ერთი პოლიტიკური ავანსცენიდან ესაუბრება, თუმცა მათი რეიტინგი კარგად ვიცით. შესაბამისად, მგონია, რომ ამ საქმიდან ვერაფერი გამოვა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.