ფოთის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე დავით ხომერიკის თქმით, დარეჯან ცხვიტარია და მისი  მოადგილე, პაატა ჩაგანავა გუნდთან შეუთანხმებელ განცხადებებს აკეთებდნენ. ასევე მისი თქმით. ცხვიტარიას ორი წლის განმავლობაში ფრაქციის მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღია.

„ფრაქციაში აუცილებელია ორგანიზებული მუშაობა, იმისთვის რომ ეფექტურები ვიყოთ საკრებულოს სხდომებზე და აქ რამხელა როლი ენიჭება ფრაქციის თავმჯდომარეს ყველასთვის გასაგებია. ორი წელია ეს ქალბატონი [დარეჯან ცხვიტარია] არის ფრაქციის თავმჯდომარე, მაგრამ ერთი დღითაც ვერ მოიცალა ფრაქციაში მუშაობისათვის. ჩვენთვის ცნობილია მისი არაერთი არაკორექტული გამონათქვამები, მაგრამ ხმა არ ამოგვიღია, ორი წელი ვითვალისწინებთ ამ ქალბატონს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან გაცხადება გააკეთა ფრაქციის სახელით, ფრაქციის უმრავლესობასთან შეუთანხმებლად, მივწერეთ მას, ჩაინიშნეთ ფრაქციის სხდომა, ვთხოვეთ რომ ჩამოსულიყო, რათა გვესაუბრა ამ თემებზე, თუმცა აქაც იგნორი მივიღეთ. შეიკრიბა ფრაქცია და ხმათა უმრავლესობით განხორციელდა ცვლილებები. იგივე შემიძლია ვთქვა მის მოადგილესთან, პაატა ჩაგანავასთან დაკავშირებით, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ის ვერ ახერხებდა  ფრაქციის მუშაობაში მონაწილეობას და იგივე მიზეზით იქნა გადაყენებული“,- განაცხადა დათო ხომერიკმა.

ცნობისთვის,  დარეჯან ცხვიტარიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა: მოვითხოვთ  ხაბეიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს