გუშინ, TV Imedi-ზე ჰყავდათ კობახიძე, რომელსაც “ივანიშვილის პოლიტიკური მემკვიდრე” დაარქვეს. ალბათ, მეორე “ირა” კვდება ეჭვიანობით" - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.
"კობახიძის განცხადებებს რაც შეეხება, კრებსითად კობახიძეზე მეტად ვერავინ განასახიერებს ამ ქვეყნის ღალატს, თავისი მარჩენალის დავალებით, ქვეყნის ევროპული მომავლით მოვაჭრე სოვდაგარს, სახელმწიფო ინსტიტუტების დამანგრეველს, სასამართლო სისტემა რომ ეშმაკს ჩააბარა, ჩინჩალაძე-მურუსიძის სახით, ოკუპირებულ ქვეყანაში რომ გავრილოვი ჩამოიყვანა და რუსეთი არის თუ არა მტერი, ეს კითხვა რომ ერთულება. ვინ მოღალატეა და ვინ პატრიოტი, ისტორია ამას საუკეთესოდ შეაფასებს და როგორც გიორგი გახარიამ თქვა, ისეთი დრომოდის, ვერავინ დაიმალება, ვერც ის, ირაკლების ზურგს რომაა ამოფარებული! " - წერს ბერდია სიჭინავა.
შეგახსენებთ, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლიმ კობახიძემ გადაცემაში "იმედის ქრონიკა" განაცხადა: ქვეყნისთვის და გუნდისთვის პრინციპულ მომენტში მაშინდელმა პრემიერმა სამწუხაროდ უღალატა არა მარტო გუნდს, არამედ ქვეყანას