„ნაცმოძრაობა“, ომის პარტია, დანაშაულებრივი დაჯგუფება თუ დამნაშავე არ არის და არასამართლიანია, რომ მათ მიმართ წარმოებული იყოს გარკვეული პროცესი, 2006 წელს რატომ აღადგინეს გამსახურდიას მიერ გაუქმებული სამხრეთ ოსეთი, მისი ადმინისტრაცია და რატომ შეიყვანეს მასში ქსნის ხეობა და ახალგორის ათეულობით სოფელი? " - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
"ასევე რატომ შევიდნენ ზემო სვანეთში და რატომ განაიარაღეს ადგილობრივი პატრიოტებით დაკომპლექტებული კონტინგენტი, რომელიც ხეობას იცავდა? გაერომ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც გაერო ასეთი სახის ქცევას კატეგორიულად გმობდა, რადგან არღვევდა მანამდე მიღებულ შეთანხმებას. რატომ დაეთანხმნენ ტალიავინის კომისიის დასკვნას და რატომ მოაწერეს ხელი რეზოლუციას, სადაც ჩანაწერი იყო, რომ ქართველი სამხედროები უნდა დადანაშაულებულიყვნენ ომის დანაშაულებში?
12 წლის განმავლობაში სად იყავითო თუ გვკითხავენ, ამაზე გიპასუხებთ – მემკვიდრეობა დაგვიტოვეს რეზოლუციაზე ხელმოწერის, ტალიავინის დასკვნაზე დათანხმების და ეს იყო ასარიდებელი. სწორედ იმით ვიყავით დაკავებული სტრასბურგსა და ჰააგაში, რომ ქართველ ჯარისკაცებზე სამუდამოდ მოგვეცილებინა დამოკლეს მახვილი. ამ საწადელს როცა მივაღწიეთ, დანაშაული იქნება, რომ არ გამოვააშკარაოთ ყველა დანაშაული, რომელიც არსებობდა. ეს მავნებლები არც იშლიან და არც მოიშლიან ღალატს. ნებისმიერ დავალებას შეასრულებენ ქვეყნის ასარევად. ადამიანები ცხინვალის რეგიონის გავლით რაჭაში დადიოდნენ და ასევე ზემო აფხაზეთში, აფხაზეთი ჩააბარეს და პატრიოტი ადამიანების სამხედრო დანაყოფი განაიარაღეს. ამ ადამიანებს ან დავალება აქვთ, ან მოღალატეობრივი სული, რაც მოსვენებას არ აძლევთ და არ ჩერდებიან. ვალდებული ვართ, ამ ყველაფერს სამართლებრივი პროცესი მივცეთ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.