„დემოკრატიის ფესტივალს“ არც ფესტივალთან და არც დემოკრატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

„მეტად ანტიდემოკრატიული, ქართველი ხალხის მიერ აღიარებული მწვალებელი და მკვლელი რეჟიმის შემქმნელი სააკაშვილის ხსნის, გათავისუფლების და გათეთრების კამპანიას, რატომ მოიფიქრეს და მოიგონეს საერთოდ ეს პლატფორმა და სახელწოდება, რომელიც აბსოლუტურად ხელოვნურია და მას არც ფესტივალთან და არც დემოკრატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. იქ წარმოდგენილი პუბლიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როგორ შეიძლება მას რამე ფესტივალი უწოდო, ან კიდევ მიზნებს თუ გავეცნობით, დემოკრატიული“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.