„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაშლის შეუქცევადი პროცესია დაწყებული, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ მარტივ მამრავლებად, ნაწილაკებად დაიშლება და ამას ვერ უშველის პატიმარ სააკაშვილის გზავნილები, წერილები და ეპისტოლეები. უკვე ჩანს, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი სძულთ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.