ხატია დეკანოიძეს დედა პარტიაში დაბრუნება მოუწია, რადგან მას უთხრეს, რომ ცალკე არაფრის მაქნისია. ალბათ გოცირიძესაც დაბრუნება მოუწევს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„ერთმანეთს დედ-მამას აგინებდნენ და გარე ინსტრუქტორების კარნახითა და ბრძანებით „ნაცმოძრაობასთან“ გაერთიანება მოუწიათ. ხატია დეკანოიძეს საკუთარ დედა პარტიაში დაბრუნება მოუწია, რადგან უთხრეს, რომ ცალკე არაფრის მაქნისია და ის მისია შეასრულა, რომ გარკვეული ელექტორატი თავისი თავისკენ წაეღო. რომან გოცირიძე ეულად დარჩა, ალბათ მასაც უკან დაბრუნება მოუწევს. არ მგონია, „დიდი ფინანსისტი“ რომელიმე პარტიამ მიიღოს. ამ პოლიტიკოსების ბედი და ხვედრი ისევ „ნაციონალური მოძრაობაა“. არ ვიცი, მათ თავს ასეთი რა წყევლაა, მაგრამ ისევ „ნაცმოძრაობაში“ ჩაყარეს ის, ვინც მენტორებისა და ინსტრუქტორების დავალება ვერ შეასრულა, ამომრჩეველი ვერ მიიზიდა“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ხატია დეკანოიძე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდა და ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იქნება.