ერთადერთი უდიდესი პრობლემა „ქართული ოცნებისთვის“ არის მოპარული არჩევნების ლეგიტიმაცია და დასავლეთიდან სჭირდება კეთილგანწყობა და ამ კეთილგანწყობაზე თევზაობს,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
„ხელისუფლებამ ორწლიანი ლანძღვის შემდეგ, ევროკავშირის მიმართ რიტორიკა შეიცვალა. რატომ თქვეს რომ ყველაფერს გავაკეთებთ? იმიტომ რომ ახლა ერთადერთი თავის ტკივილი, ერთადერთი უდიდესი პრობლემა „ქართული ოცნებისთვის“ არის მოპარული არჩევნების ლეგიტიმაცია და დასავლეთიდან სჭირდება კეთილგანწყობა და ამ კეთილგანწყობაზე თევზაობს. „ოცნება“ იძახის, რომ საპარლამენტო არჩევნებზე 60 პროცენტის აღებას ვაპირებო და თუ მართლა მხარდაჭერა გაქვს, თუ მართლა გგონია, რომ საზოგადოება მოგიყვანს საკონსტიტუციო უმრავლესობით პარლამენტში, დაანებე თავი მაშინ ცენტრალური საარჩევნო კომისიაში მავნებლობას",- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.