პაპუაშვილი შიდა პოლიტიკურ სივრცეზე მიმართული ადამიანია თავისი ფუნქციით. „ქართული ოცნების“ ფერიცვალება, რომელიც მათ შორის პარტიის ამომრჩევლისთვისაც ძალიან გაუგებარია, როგორმე უნდა დააბალანსონ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

„ივანიშვილი ერთს ფიქრობს, მეორეს ეუბნება „ქართულ ოცნებას“ და მესამეს აკეთებინებს. სამწუხაროდ, ასეთ მოცემულობა შეიქმნა. ასეთივე მოცემულობა აქვს საგარეო და შიდა პოლიტიკის წარმოების თვალსაზრისით დღეს „ქართულ ოცნებას“.

პაპუაშვილი შიდა პოლიტიკურ სივრცეზე მიმართული ადამიანია თავისი ფუნქციით. „ქართული ოცნების“ ფერიცვალება, რომელიც მათ შორის პარტიის ამომრჩევლისთვისაც ძალიან გაუგებარია, როგორმე უნდა დააბალანსონ. ამას ემსახურება პაპუაშვილის განცხადებებიც”, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.