„ბატონო ირაკლი, ივანიშვილი თქვენზე უკეთესს კანდიდატს პრემიერ-მინისტრად ნამდვილად ვერ შეარჩევდა იმის საჩვენებლად რა დაემართა და რად იქცა „ქართული ოცნება“ დღეს“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.


პარლამენტის წევრის შეფასებით, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ყველაზე უუფლებო პრემიერი იქნება.

„გისმენდით სამთავრობო პროგრამაზეც, დაპირებებზეც და ამითაც დაადასტურეთ, რომ თქვენ იქნებით ყველაზე უუფლებო პრემიერი.

დღეს, „ოცნების“ მომავალი პრემიერი „ნაციონალური მოძრაობის“ სახეების არგუმენტებით და სიტყვებით საუბრობდით 20 ივნისზე, კორუფციაზე და კიდევ ბევრ საკითხზე, რაც ჩვენ არ გვიკვირს, რადგან თქვენ დაადასტურეთ, რომ განასახიერებთ განაცებულ ოცნებას, ერთობლივ ქოლცენტრებს, მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს, ადამიანს, რომელიც მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, გავრილოვი შემოიყვანა ქვეყანაში და გახდა ორი უზარმაზარი საპროტესტო აქციის მიზეზი. აი ამიტომ ნორმალურ სახელმწიფოში, ხალხის აზრით, ჩემი აზრითაც მათ შორის, თქვენ არც ერთ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე არჩევას არ იმსახურებთ“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.