ღარიბაშვილი უფრო ორგანულია „ოცნების" ელექტორატისთვის და მისი რეიტინგი  კობახიძესთან შედარებით უფრო მაღალი იყო,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

„ფაქტობრივად, დადასტურდა, რომ ამ ბოლო წლების განმავლობაში, პრაქტიკულად, სრული პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება, მათ შორის, კრიტიკულად დამაზიანებელზე, რაც ქვეყანაში ხდებოდა. ეს დადასტურდა კიდევ ერთხელ. ბუნებრივია, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, მას ძალიან შეზღუდული აქვს პოზიტიური წვლილის და როლის შეტანა პოლიტიკურ პროცესში, ქვეყნის მომავალში, რადგან კობახიძეზე უფრო ადეკვატური კანდიდატი თუ ვერ იპოვა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ძალიან შეზღუდული აქვს სივრცე პოზიტიური წვლილის შეტანის. ყველამ ვიცით, რა რეპუტაცია აქვს კობახიძეს ელექტორალური თვალსაზრისით. თავად ქოცებშიც კი მისი პერსონალური რეიტინგი შეუდარებლად დაბალია. ღარიბაშვილი უფრო ორგანულია "ოცნების" ელექტორატისთვის და მისი რეიტინგი, ბუნებრივია, უფრო მაღალი იყო კობახიძესთან შედარებით", - ამბობს ლილუაშვილი.

არსებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იქნება წარდგენილი, ირაკლი ღარიბაშვილი კი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.