წინასაარჩევნოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირ გაერთიანებაზე „ლელო“ წამსვლელი არ არის - ეს პრინციპული პოზიციაა - ამის შესახებ პარტია „ლელოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
„ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ წინასაარჩევნოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად არანაირ გაერთიანებაზე წამსვლელი „ლელო“ არ არის და მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის გაერთიანებამხოლოდ და მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხელს. ჩვენ სწორედ ამაში ვხედავთ გამარჯვების გასაღებს, რომ შეიქმნას ალერნატიული პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი, სადაც იქნებიან პროევროპული პარტიები და პროევროპული პოლიტიკური მოღვაწეები თავმოყრილი. ვისაც სურვილი აქვს ასეთ პროცესებში მიიღოს მონაწილეობა, ყველასთვის კარი ღიაა“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.