შემდეგი არჩევნები არის გადამწყვეტი, რომ წერტილი დავუსვათ ჩვენი ქვეყნის უკუსვლას - ამის შესახებ პარტია „ლელოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
„გერმანია სრულად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ "ოცნების" მავნებლურმა ნაბიჯებმა არ დააზიანოს ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. შემდეგი არჩევნები არის გადამწყვეტი, რომ წერტილი დავუსვათ ჩვენი ქვეყნის უკუსვლას და ჩვენი ქვეყნის განვითარების ვექტორის ჩრდილოეთისკენ გადანაცვლებას. ეს არის ჩვენი მეგობრებთან განხილვის საგანი, რომ არ დავუშვათ შემდეგ არჩევნებზე ისეთი გაყალბება, რასაც ადგილი ჰქონდა 2020-ში", - ამბობს ჯაფარიძე.