მე შემიძლია, “ქართულ ოცნებაზე” ცნობილი გამონათქვამით გითხრათ - “არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა”. აქედან გამომდინარე, რაიმე ცვლილებას “ქართულ ოცნების” მხრიდან, მათ ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ, ანტიეროვნულ პოზიციაში არ ველოდები , - ამის შესახებ პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
„ქართულ ოცნებას” არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს - ეს არის ანტიამერიკული, ანტიევროპული, ანტიეროვნული, პრორუსული მიმართულება. შესაბამისად, ყველა მათი ნარატივი, თუ განცხადება გამომდინარეობს მათი ანტიეროვნული, ანტიევროპული გზიდან, რომელიც აირჩიეს.
“ქართულ ოცნებას” არჩეული აქვს საზოგადოების დაყოფის, დაპირისპირების გზა და ვეტოს დაძლევაც ერთ-ერთი მორიგი ნაბიჯია იმისათვის, რომ ჩვენს მეგობრებთან და საზოგადოებაში დაპირისპირება გააღრმაოს, ამას ჩვენ ერთიანობით უნდა დავუპირისპირდეთ. ერთიანი ძალისხმევით უნდა შევძლოთ, ამ განსაცდელიდან ქვეყნის გამოყვანა, რომ ქვეყანა კვლავ ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე დავაბრუნოთ”, - განაცხადა ჯაფარიძემ.