ამ ეტაპზე ჩვენ დიალოგი გახსნილი გვაქვს ნიკა გვარამიასთან, ხატია დეკანოიძესთან. ხოლო შერწყმას პოლიტიკურ ძალებთან ჩვენ არ ვგეგმავთ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.
„ჩვენ მოლაპარაკებებს უფრო ვაწარმოებთ კონკრეტულ ადამიანებთან, ვიდრე უკვე არსებულ პოლიტიკურ ძალებთან. ამ ეტაპზე ჩვენ დიალოგი გახსნილი გვაქვს ნიკა გვარამიასთან, ხატია დეკანოიძესთან. ხოლო შერწყმას პოლიტიკურ ძალებთან ჩვენ არ ვგეგმავთ, ვგეგმავთ დამოუკიდებელ თამაშს, დამოუკიდებელი ხაზის წარმოებას, ასე რომ სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან ნამდვილად არ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცაღა მათი მხრიდან კეთილგანწყობა ჩვენს მიმართ, მართლაც არსებობს, რაც სასიხარულოა. ხშირად მესმის ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან, რომ პარტნიორად მოგვიაზრებენ, ეს მართლაც სასიხარულოა",- განაცხადა ბაჩო დოლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.