ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა. მანამდე კი მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

კითხვაზე, იყო თუ არა, მისი აზრით, 4 ოქტომბრის აქცია ძალადობრივი, ანა ნადარეიშვილმა ასე უპასუხა -"რა თქმა უნდა, არ იყო ძალადობრივი, სად დაინახეთ, რომ რაიმე ძალადობრივი იყო. ნამდვილად ვერ დავინახე ძალადობა ვერსად,"- განაცხადა მან.

ანი ნადარეიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზებაში არ იყო ჩართული, თუმცა, მათ გულშემატკივრობდა:

"არანაირ ორგანიზებაში არ ვიყავი ჩართული, თუმცა ვარ აქტივისტი, რომელიც გულშემატკივრობს ამ ყველაფერს,"- აცხადებს ნადარეიშვილი.