თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ ცინცაძე, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სირცხვილია, როდესაც ოპოზიცია კახა კალაძეს ევროპაზე და ევროპელებზე ელაპარაკება.
მისივე თქმით, სირცხვილია ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჰუმანიზმზე და კონკრეტულად გიორგი ონიანი პატიმრებთან მოპყრობაზე საუბრობს.
ავთანდილ ცინცაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ რადიკალურ ოპოზიციას მიეკუთვნება და მათგან გასაკვირი არაფერია, თუმცა საკრებულოს უმრავლესობის წევრს კითხვები ოპოზიციის დანარჩენ წარმომადგენლებთან აქვს.
„სირცხვილია, როდესაც კახი კალაძეს ევროპაზე და ევროპელებზე ელაპარაკებით. კიდევ სირცხვილი იცით რა არის? აქ რომ ზის გიორგი ონიანი და ლაპარაკობს პატიმრებთან ურთიერთობებზე. სირცხვილია ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს ჰუმანიზმზე, მაგრამ მათგან გასაკვირი არაფერია. მე მაინტერესებს, დანარჩენ ოპოზიციას ამ ყველაფერზე კითხვები რატომ არ უჩნდება. შესაძლოა, პროტესტი არ გამოხატოთ, მაგრამ კითხვები რომ არ გიჩნდებათ ნამდვილად სირცხვილია“- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.