„დიახ, ლიფტები ჩვენი საკუთრებაა,“ - ასე გამოეხმაურა საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
„ოპოზიცია ამახვილებს ყურადღებას, მერის ნათქვამზე, რომ ლიფტები არის ჩვენი საკუთრება, დიახ ეს ჩვენი საკუთრებაა. თქვენ თვითონ ახსენეთ და თქვით, რომ თუ თქვენი ავტომანქანა ტექნიკურ დათვალიერებას ვერ გაივლის, შესაბამისად ვერ ვივლით და თქვენი მანქანა ხომ თავად მიგყავთ ტექდათვალიერების გასავლელად? სწორედ ეს თქვა მერმა და ჩვენ, მოსახლეობამ, ამხანაგობის თავმჯდომარესთან ერთად, ყველანაირი დოკუმენტაცია უნდა მოვაწესრიგოთ, რომ დედაქალაქის მერიის და გამგეობების თანადგომით ლიფტებს ჩაუტარდეს შესაბამისი რეაბილიტაცია, რათა მგზავრო იყოს უსაფრთხო“, -განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ