„კოლექტიური ნაცმოძრაობა“ კრებსითად ელოდება დავალებას, დავალების მიმცემები, მათი პატრონები ელოდებიან როგორი იქნება პოლიტიკური გარემო ზაფხულისთვის, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრისას.
„აქედან გამომდინარე მისცემენ დავალებას ან მიიღონ მონაწილეობა, ან არ მიიღონ. ახლა ეს ყველაფერი როგორც უკვე აღვნიშნეთ, არის ჩვეულებრივი შოუ“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
„ნაციონალური მოძრაობა“ დანაყოფ პარტიებსა და კოლეგა ოპოზიციონერებს თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებს. ოპოზიციაში აზრთა სხვაობაა. ნაწილი ირწმუნება, რომ მონაწილეობას არ იღებს 4 ოქტომბრის არჩევნებში. ლელომ კი პოზიცია შეარბილა. საერთო ჯამში ოპოზიცია, უცხოელი პატრონების მითითებას ელოდება.