„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლეს, სადაც სამართალდამცველების კორდონი დახვდათ მობილიზებული.
აქციის ორგანიზატორებმა პოლიციელებს მიმართეს:
„ვიცით, ძალიან ბევრს აქ დგომა არ გსურთ. დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი გულანთებული პატრიოტია. გთხოვთ, თქვენი პოზიცია ძალიან მკაფიოდ დააფიქსიროთ.
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს დავეხმაროთ, რომ ისინი სახელმწიფოს მიჯაჭვული აღარ იყვნენ. არ არის აუცილებელი, რომ ოჯახებში ლუკმაპურის შესატანად თქვენი ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედოთ. გვაქვს კავშირი სხვადასხვა კომპანიასთან და გათავისუფლების შემთხვევაში, თქვენ შესაბამის ანაზღაურებას გადაგიხდიან, ზოგიერთი თქვენგანი კომპანიებშიც დასაქმდება. გთხოვთ, ამაზე იფიქროთ”, - მიმართეს აქციის ორგანიზატორებმა სამართალდამცველებს.