"125 პატიმარი ყავსო "ვივამედს" მკვდარიო, აცხადებს ხაჭაპურიძე, გარდაცვლილია 2019 წლიდან 19 პაციენტი, რეანიმაცია არ აქვთო, ცხვირწინ უვლის ყოველ მოსვლაზე ამ დეპარტამენტს, სხვა უამრავ კლინიკის მადისკრედიტებელ ბოდვაზე რომ არაფერი ვთქვა😨 მგონი მართლა მიმყარდება ეჭვი მის ნარკოდამოკიდებულებაზე, რომელსაც აქტიურად განიხილავდნენ ბატონები ჩალაძე და ბარამაშვილი ჩემი და ჩემი მოადგილის თანდასწრებით" - ასეთი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა კლინიკა "ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ რამდენიმე დღის წინ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძეს და სამედიცინო კლინიკა „ვივამედის" დირექტორ ნინო ნადირაძეს შორის დაპირისპირება სოციალური ქსელების და პრესის განხილვის საგნად იქცა.
„პატივისა და ღირსების შელახვის მოტივით ვგეგმავ სარჩელის შეტანას სასამართლოში. ჯერ სააკაშვილის სიცოცხლეს გადავარჩენ, მოვიცლი და ნადირაძეებსა და მის მსგავსებს მერე მივაქცევ ყურადღებას სათითაოდ“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ ნინო ნადირაძის საპასუხოდ.
დებატები ამ თემაზე შალვა ხაჭაპურიძესთან "აიპრესის" რედაქტორის თამარ ლეფსვერიძის სოციალურ ქსელშიც გაგრძელდა.
საზოგადოებაში დაპირისპირებისადმი გამოჩენილი ინტერესის გათვალისწინებით, „აიპრესმა" საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საიტზე პატიმართა გარდაცვალების შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემები დამუშავების შედეგად გამოარკვია, რომ:
პატიმართა გარდაცვალების შემთხვევები წლების მიხედვით:
2013 - სულ 25, მათ შორის სამოქალაქო კლინიკაში - 6
2014 - სულ 27, მათ შორის სამოქალაქო კლინიკაში - 8, სად-ის სისტემის გარეთ - 1
2015 - სულ 12, მათ შორის სამოქალაქო კლინიკაში - 7
2016 - სულ 17, მათ შორის სამოქალაქო კლინიკაში - 7(მათ შორის „ვივამედი" („ლანცეტი") - 1
2017 - სულ 15, მათ შორის სამოქალაქო კლინიკაში - 5 მათ შორის „ვივამედი" - 0
2018 - სულ 21მათ შორის სამოქალაქო კლინიკაში - 6, მათ შორის „ვივამედი" - 0
სულ - 2019 - 15, მათ შორის სამოქალაქო კლინიკები - 6(მათ შორის „ვივამედი" - 0)
სულ 2020 - 15, მათ შორის სამოქალაქო კლინიკები - 4, (მათ შორის „ვივამედი" - 3
სულ - 2021 - 20, მათ შორის სამოქალაქო კლინიკები - 12, (მათ შორის „ვივამედი" - 7
2022 - 20, მათ შორის სამოქალაქო კლინიკებში - 11, (მათ შორის „ვივამედი"- 9
სულ, 2019 წლის იანვრიდან 2022 წლის დეკემბრამდე გარდაიცვალა 90 პატიმარი, მათ შორის სამოქალაქო კლინიკებში - 33 (მათ შორის „ვივამედი" - 19)ანუ ნინო ნადირაძის პასუხი, რომელსაც ის ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძეს სცემს: „სულ 2019 წლიდან გარდაცვლილია 19 პატიმარი" დასტურდება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით).
სულ 2013 წლის იანვრიდან 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით გარდაცვლილია 187 პატიმარიმათ შორის სამოქალაქო კლინიკებში - 72
სულ 2016 წლის იანვრიდან (ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაიწყო კონკრეტულ კლინიკაში პატიმართა გარდაცვალების შესახებ მონაცემების გამოქვეყნება) 2022 წლის დეკემბრამდე გარდაიცვალა 123 პატიმარიმათ შორის სამოქალაქო კლინიკებში - 51 პატიმარიმათ შორის „ვივამედში („ლანცეტში) - 20.