ხელისუფლება საზოგადოებას ხშირად „ბომბავს“ საინფორმაციო ნაღმებით, რომ ადამიანებს რეფლექსი არაფერზე ჰქონდეთ - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც მეტროსადგურებთან პლაკატების გაკვრის ფაქტს გამოეხმაურა, რომლებზეც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახულნი.
„ამ პლაკატებზე მოხვდა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი შემქმნელი, დავით უსუფაშვილი და პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია. როდესაც ოპოზიცია გიორგი გახარიას აკრიტიკებდა, კობახიძე ყველას აჯერებდა, რომ საუკეთესო პრემიერი იყო. ცოტა ხანში კი „კოკაინშიკი“ გახდა.
ყველა როგორ შეიძლება მოღალატე და ქვეყნის მტერი იყოს. ხელისუფლებამ საზოგადოებას გამოუცხადა ომი. მათ ასევე ომი გამოუცხადეს ახალგაზრდებს და ყველა მოქალაქეს, ვინც 7-8 მარტის მოვლენების მონაწილე იყო. ომი გამოუცხადეს დასავლელ პარტნიორებს. ყველა ცუდია, მარტო თვითონ არიან უმანკონი.
ხელისუფლების ეს პროპაგანდა არის ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელიც მიზანმიმართულად აწარმოებს საინფორმაციო ომს საკუთარი საზოგადოების წინაშე. ისე ხშირად „ბომბავს“ საინფორმაციო ნაღმებით, რომ ადამიანებს არაფერზე რეფლექსი არ ჰქონდეთ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.