პარლამენტს ახსოვს კარგი და ცუდი თავმჯდომარეები და მინდა გავაფრთხილო პაპუაშვილი - ყველაზე სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარის სახელით, ალბათ, არ უნდა შევიდეს ისტორიაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილის განცხადებას განცხადებას, რომ „პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინირებით, ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ“.
მისი თქმით, შალვა პაპუაშვილის მიერ ახალგაზრდებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები მიუღებელია.
შალვა პაპუაშვილის განცხადებები ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისთვის მიუღებელი გახდა. არ ვიცი, ასე დაუნდობლად რატომ ექცევა საკუთარ ბიოგრაფიას და იმ იმიჯს, რაც მან ააშენა, როცა მუშაობდა ერთ-ერთ ძალიან კარგ საერთაშორისო ორგანიზაციაში. აბსოლუტურად მიუღებელია ახალგაზრდების მიმართ მსგავსი გამოთქმები. პარლამენტს ახსოვს კარგი და ცუდი თავმჯდომარეები და მინდა გავაფრთხილო, რომ ყველაზე სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარის სახელით, ალბათ, არ უნდა რომ შევიდეს ისტორიაში და მაინც ცოტათი მოთოკოს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.