5%-იანი ბარიერი გაჟღერდა, როგორც „ოცნების“ოცნება - მოედანზე მარტო „ნაცმოძრაობის“ დატოვება უნდათ, რომ სამარცხვინო თამაში გააგრძელონ, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

„ეს გაჟღერდა [5%-იანი ბარიერი], როგორც „ქართული ოცნების“ ოცნება, ისე ხაზგასმით ითქვა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ორი პარტია აღმოჩნდება პარლამენტში. მათ ექმნებათ შესაძლებლობა, რომ გააგრძელონ სამარცხვინო თმაში, რაც დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის, რასაც ჰქვია პოლარიზაცია და მოედანზე მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვება და შემდეგ ყოფნა ხელისუფლებაში“, - განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში ანა დოლიძემ.