„ნაცმოძრაობა“, რამდენ მამრავლებადაც არ უნდა დაიშალოს, მაინც კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ რჩება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა „ტვ პირველი“ ეთერში განაცხადა.

„რამდენ მამრავლებად დაიშლება „ნაცმოძრაობა“, ეს არ ცვლის იმას, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, „ნაცმოძრაობაა“. არ ვიცი რას ფიქრობენ, როგორ გეგმავენ თავიანთ პოლიტიკურ მომავალს, მაგრამ ფაქტია... ღიმილის მომგვრელი იყო ჩემთვის პარტიის სახელწოდება „ახალი", იმიტომ რომ არ არის ახალი. ეს 4 ნომერი პარტია ჯერ იყო პაატა ბურჭულაძის, შემდგომ მაჭუტაძე იყო ამ პარტიის წარმომადგენელი. ამიტომ ღიმილის მომგვრელია, როდესაც ახალს არქმევ და ასეთ განაცხადს აკეთებ, ბუნებრივია, სიახლის მოლოდინი მაინც უნდა შექმნა“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.