პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის შეფასებით, გიორგი გახარია საქართველოში ჩამომსვლელი არ არის, რადგან მას შიშები აქვს.
ამის შესახებ ალუდა ღუდუშაურმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, მისი დღევანდელ კომისიაზე ჩართვა და სითავხედე აფიქრებინებს, რომ ის საქართველოში არ ჩამოვა, რადგან ძალიან მძიმე კითხვებს გაექცა.
"ფაქტია, რომ რაღაც შიშები აქვს. გახარია რას გვპასუხობს ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პასუხი კი არა, წერილობით ხელი რომ მოაწერა, მაშინ იცრუა და ერთი სიტყვა არ თქვა, რომ სადმე მიდიოდა. მე ასეთი ოპტიმისტი ვერ ვიქნები და ვერ ვიტყოდი მტკიცებით ფორმაში, რომ ის ჩამოვა. მისი დღევანდელი ჩართვა, ზღვარს გადასული სითავხედე მაფიქრებინებს იმას, რომ ის არსად ჩამომსვლელი არ არის. ის გაექცა ძალიან მძიმე კითხვებს", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.