„მონობა არ შეიძლება და ამორალურია. ამაზე ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თქვა, რომ ჩვენ შეურაცხყოფას ვაყენებთ, მათ შორის, იმ ადამიანებს, ვინც აფხაზეთში იბრძოდა. აფხაზეთში ბიძაჩემიც იბრძოდა და მისი განცხადება მიუღებელია, რის გამოც მას მატყუარა ვუწოდე. როცა ადამიანი თავისი ნების წინააღმდეგ ჯარში მიჰყავთ, მონაა. ვინც თავის ქვეყანას თავისი ნებით იცავს, ის შეიძლება იყოს პატრიოტი და გმირი, რომელსაც პატივი უნდა სცე“ - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
"სრულიად ნორმალურად მიიჩნევს, რომ ადამიანი ჯარში გაიწვიოს და 125 ლარი გადაუხადოს. მათთვის ეს არის პატრიოტიზმი. ჩვენ როცა ვამბობთ, ადამიანს იმდენი უნდა გადაუხადო, თავისი ნებით მივიდეს ჯარში, გვეუბნებიან, რომ ჯარს შეურაცხყოფას ვაყენებთ. მონობისგან დაცვა მნიშვნელოვანი ვალდებულებაა და სხვების წყენა არ მაინტერესებს, თუ გინდათ, გენერალი იყოს. სავალდებულო გაწვევა მონობა იქნება, ვისაც რა უნდა, თქვას“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა