"ეს არ არის დიპლომატიური ენა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რატომ მივედით აქამდე, რომ ასეთი არადიპლომატიური ენით ველაპარაკებით ერთმანეთს. ჩვენი ურთიერთობა, რომელიც არა მარტო ელჩის მოვალეობის შემსრულებლისგან, არამედ უკრაინის ზოგიერთი თანამდებობის პირიდან და ჩვენი თანამდებობის პირებიდან, აქედან საერთოდ არ ჰგავს ურთიერთობას ქვეყნების, რომლებსაც მეგობრული ქვეყნები შეიძლება უწოდო." - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, "გირჩის" წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა კასიანოვის განცხადებაზე გაკეთებული მმართველი გუნდის წევრების შეფასებებზე განაცხადა. 

"ცხადია, მიხეილ სააკაშვილი არა მარტო უკრაინასთან გვიფუჭებს რაღაცნაირად ურთიერთობას, არამედ ზოგადად ევროპელებთან, და მით უმეტეს ეს კიდევ ერთი არგუმენტია, რატომ უნდა დავასრულოთ ეს პოლიტიკური პრობლემა და ვიპოვით გზა, როგორ აღარ ვილაპარაკოთ მიხეილ სააკაშვილზე და აღარ გავიფუჭოთ ურთიერთობა არც უკრაინელებთან, არც ევროპელებთან." - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილი.