შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან 36 უცხოელი გააძევა, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.
მისივე თქმით, ივლისის თვეში 115 უცხოელია საქართველოდან გაძევებული.
„გარდა ამისა, 2025 წლის 7 თვის მონაცემებით, ქვეყნიდან 640 უცხოელია გაძევებული, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 200-ზე მეტი პროცენტით აღემატება“, - აღნიშნა მან.