დღეს მთელი მთავრობა ელოლიავება ბანკებს, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული, ყველა ბანკირი გვყავს ლამის ხელისუფლებაში, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„კარგად რომ ჩავუჯდეთ, ბანკებს ხელები უნდა დავუმოკლოთ, საერთო ჯამში. არ შეიძლება ასე... მთელი საქართველო ბანკებს ვემსახურებით, საქართველო არის ბანკების მომსახურების ცენტრი.
ძალიან კარგია, რომ საბანკო სექტორში ბევრი ხალხია დასაქმებული, ბევრი პროფესიონალია, რაც ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მარტო ბანკებისკენ და არაფერი ხალხისკენ, ასე არ უნდა იყოს, ბალანსია დასაჭერი. დღეს მთელი მთავრობა ელოლიავება ბანკებს, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული, ყველა ბანკირი გვყავს ლამის ხელისუფლებაში. ველოლიავოთ უნდა, კი ბატონო, მაგრამ მათი დამოკიდებულება უნდა იყოს ადეკვატური და ადამიანური და არ უნდა მქონდეს განცდა, რომ ბანკში რაღაც მაიმუნობაზე ხელს მომაწერინებენ",- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.