„კაცი არ ხარ? ეს სიტყვები რაც თქვი, როგორ ამოგივიდა პირიდან?! ჯერ კაცები ვართ და შემდეგ დეპუტატები. ნუ აჯანჯლებ, გადადექი ბიჭო! - ასე მიმართა "მოქალაქეების" დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიას პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, რომელიც გუშინ მომხდარი დაპირისპირების თემის გაგრძელებით დაიწყო.
პარლამენტის თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილს ჯერ დამშვიდებისკენ მოუწოდა, შემდეგ დარბაზი დაატოვებინა.
„დატოვეთ დარბაზი, ემოციებს თუ ვერ იოკებთ. ნერვები დაიოკეთ! „ბიჭოთი“ ლაპარაკი პარლამენტში გთხოვთ არ იყოს“, - მიმართა შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილს.
ცნობისთვის,31 ოქტომბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. დაპირისპირება მოხდა და ანა წითლიძეს შორისაც.