შეხვედრის შესახებ დარჩიაშვილი სოციალური ქსელის, X-ის პირად გვერდზე წერს:

"მოხარული ვარ, რომ შევხვდი ჩემს ფრანგ კოლეგას, კატრინ კოლონას. ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ურთიერთობების დადებით დინამიკაზე, ასევე მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივაზე.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოს პროგრესზე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით. კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი ჩვენი ქვეყნის მოლოდინს კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე."