2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რეგისტრაციისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 17-მა საარჩევნო სუბიექტებმა მიმართა. მათგან 14 უკვე რეგისტრირებულია, სამი კი განხილვის პროცესშია.

არჩევნებისთვის უკვე რეგისტრირებული არიან პარტიები: „ქართული ოცნება“, „ძლიერი საქართველო – ლელო“; „გახარია საქართველოსთვის“; „გირჩი“; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; „კონსერვატორები საქართველოსთვის“; „მამული, ენა, სარწმუნოება“; „სახალხო ხელისუფლება“; „საქართველო“; „მემარცხენე ალიანსი“;  „ქართველ ერთობა“; „მწვანეთა პარტია“; „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“; „თავისუფალი საქართველო“.

რეგისტრაციის საკითხი ჯერ კიდევ განიხილება სამი პარტიისთვის.  ესენია: „მესამე გზა“; „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“; „დემოკრატთა ალიანსი“.