საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების 100% ევროპიდან მოდის, თუმცა პარიზს არასდროს გამოურიცხავს რუსეთთან დიალოგი. ამის შესახებ მან Liberation-თან ინტერვიუში განაცხადა.

მან განმარტა, რომ ევროპას ახლა რუსეთთან პირდაპირი კონტაქტი სჭირდება საკუთარი ინტერესების დასაცავად.

"ევროპელებს, რომლებიც ამჟამად უკრაინის მთავარი ფინანსური და სამხედრო სპონსორები არიან, უნდა ჰქონდეთ არხი, რათა დაიცვან თავიანთი ინტერესები პასუხისმგებლობის სხვისთვის დელეგირების გარეშე", - განაცხადა მინისტრმა.

გარდა ამისა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ომის დროს უკრაინის მხარდაჭერა აღუთქვა.

"დღეს უკრაინის ფინანსური დახმარების 100% ევროპიდან მიდის. მისი სადაზვერვო და სამხედრო მხარდაჭერის ძირითადი ნაწილი ასევე ევროპიდან მიდის... უკრაინამ იცის, რომ მას შეუძლია ევროპელების ურყევი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს", - განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.