უკრაინამ რუსეთის 200-მდე მოქალაქეს პერსონალური სანქციები დაუწესა. შესაბამის განკარგულებას ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი უკვე მოაწერა.
ე.წ. შავ სიაში შესაყვან პირთა ნუსხა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა შეადგინა. სანქცირებულთა სიაში, რუსების გარდა, ერთი უკრაინელი მოხვდა. საუბარია იური ჩერნიჩუკზე, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მთავარი ინჟინრის მოადგილე იყო და რუსეთის მხარეს გადავიდა.
უკრაინული მხარე ამბობს, რომ რუსეთმა ჩერნიჩუკი ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის დირექტორად დანიშნა.
სიაში ასევე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მრჩეველია საგარეო პოლიტიკის საკითხებში იური უშაკოვი.