უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის აცხადებს, რომ "მსოფლიოსთვის კიევის მთავარი გზავნილია, რომ ბოროტებამ არ უნდა გაიმარჯვოს.

"უკრაინას მეტი თავდაცვითი სისტემა ექნება. ამის შესახებ მკაფიო შეთანხმებებია. ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია და გაერთიანებული სამეფო, მადლობა! ჩვენი მეომრებისთვის მეტი არტილერია, მეტი შორ მანძილზე მოქმედი იარაღი და, რა თქმა უნდა, მეტი სამართლიანობა იქნება.

რუსმა ტერორისტებმა ხარკოვის ოლქის სოფელზე მიზანმიმართული სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, მათი სამიზნე კი ჩვეულებრივი მაღაზია და კაფე იყო. ეს არ იყო ბრმა შეტევა, ეს სასტიკი რუსული აგრესია და გენოციდი იყო. რუსული ტერორი უნდა დავამარცხოთ და მსოფლიოს აქვს საშუალება ამის უზრუნველსაყოფად. მსოფლიოსთვის ჩვენი მთავარი გზავნილია: ბოროტებამ არ უნდა გაიმარჯვოს და მხოლოდ ახლა, მხოლოდ უკრაინაში შეიძლება ამ პრინციპული, მორალური პოზიციის შენარჩუნება", - განაცხადა ზელენსკიმ.