უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 29 ივნისის ღამეს F-16-ის პილოტის, მაქსიმ უსტიმენკოს დაღუპვასთან დაკავშირებით ყველა გარემოების გამოძიების მითითება გასცა.
"მთელი ღამის განმავლობაში უკრაინაში საჰაერო განგაში ისმოდა. ჩვენს ცაში 477 დრონი იმყოფებოდა, რომელთა უმეტესობა რუსულ-ირანული "შაჰედები" იყო და სხვადასხვა ტიპის 60 რაკეტა. რუსები ყველაფერს ურტყამდნენ, რაც სიცოცხლეს უზრუნველყოფდა.
სმელაში დარტყმა დაფიქსირდა საცხოვრებელ შენობაზე, რის შედეგადაც ერთი ბავშვი დაშავდა. სასწრაფო დახმარების სერვისები ხელმისაწვდომია ყველგან, სადაც ამის საჭიროებაა.
სამწუხაროდ, ჩვენი F-16-ის პილოტი მაქსიმ უსტიმენკო თავდასხმის მოგერიებისას ტრაგიკულად დაიღუპა. დღეს მან შვიდი საჰაერო სამიზნე გაანადგურა. ვუსამძიმრებ ოჯახს და მებრძოლ ძმებს. გავეცი მითითება, გამოძიებულ იქნეს მის დაღუპვასთან დაკავშირებული ყველა გარემოება. უკრაინელი ავიაცია გმირულად იცავს ჩვენს ცას. მადლიერი ვარ ყველასი, ვინც უკრაინას იცავს. მოსკოვი არ გაჩერდება, ვიდრე მას მასშტაბური თავდასხმების უნარი ექნება", - განაცხადა ზელენსკიმ.