ოლენა ზელენსკას განცხადებით, პროკურატურა რუსი სამხედროების მიერ უკრაინელებზე სექსუალური ძალადობის 171 საქმეს იძიებს.. ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ ლვოვში გამართულ პანელურ დისკუსიაზე ისაუბრა.
დაზარალებულთა შორის 13 ბავშვი და 39 კაცია.
"ჩვენ ვიცით ამ შემთხვევების შესახებ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა იპოვეს ძალა. რამდენი იტანჯება ჩუმად, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე - არ ვიცით", - განაცხადა ზელენსკამ.
ზელენსკამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის გაუპატიურება - შემთხვევების რაოდენობა და ქცევის ღიაობა იძლევა საფუძველს ვარაუდისთვის, რომ ეს არის რუსული არმიის მიზანმიმართული პოლიტიკა.
"ეს არის მათი შეგნებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური იარაღი უკრაინელების წინააღმდეგ", - განაცხადა მან.