ყაზახური საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ ყაზახეთს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია.
ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საფრანგეთის პრეზიდენტის ყაზახეთიდან გამგზავრებიდან რამდენიმე წუთში ასტანას აეროპორტში დაეშვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის თვითმფრინავი.
ყაზახური პრესის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ყაზახეთის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების დროს განიხილება სავაჭრო, ეკონომიკურ, საინვესტიციო, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში ყაზახეთ-უნგრეთის თანამშრომლობის გაფართოების საკითხები.
უნგრული პრესა წერს, რომ პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ოფიციალური ორმხრივი შეხვედრების შემდეგ, თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის მე-10 სამიტში მიიღებს მონაწილეობას.