The Wall Street Journal-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამჟამინდელ პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე მაღალი მხარდაჭერა აქვს.
ახალი კვლევით, ბაიდენის პოლიტიკური პოზიცია რეკორდულად სუსტია მის საპრეზიდენტო პერიოდში და ამომრჩევლები მისი საქმიანობით ყველაზე ნაკლებად არიან კმაყოფილი.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ამერიკელების 37% დონალდ ტრამპს მისცემდა ხმას, 31% - ბაიდენს, 14%-ს არ გადაუწყვეტია, 8% - რობერტ კენედის, 3% - ჯო მანჩინს და 3% - კორნელ ვესტს.
ამავდროულად, მხოლოდ ტრამპსა და ბაიდენს შორის როდესაც არის არჩევანი, 47% ხმას ტრამპს მისცემდა, 43% - ბაიდენს.
ამომრჩეველთა მხოლოდ 23%-მა განაცხადა, რომ ბაიდენის პოლიტიკა მათ პირადად დაეხმარა, ხოლო 53%-მა თქვა, რომ მოქმედი პრეზიდენტის პოლიტიკა მათ აზიანებს. საპირისპიროდ, ამომრჩეველთა 49%-მა თქვა, რომ ტრამპის პოლიტიკა მისი პრეზიდენტობის პერიოდში მათ პირადად დაეხმარა, ხოლო 37%-მა თქვა, რომ მათ ზიანი მიაყენა.
Wall Street Journal-ის კვლევაში 29 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით 1500 დარეგისტრირებული ამომრჩეველი გამოკითხა და ცდომილების ზღვარი 2.5%-ს შეადგენს.
გამოკითხვა სატელეფონო ინტერვიუების გამოყენებით ჩატარდა. ზოგიერთ რესპონდენტს ტექსტური შეტყობინების საშუალებით დაუკავშირდნენ და გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად ონლაინ მოიწვიეს.