ყველა წესიერ ადამიანს სურს, რომ ირანელმა ხალხმა რეჟიმისგან თავი გაითავისუფლოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვისას განაცხადა.

"რაც ახლა ირანში ხდება - მასშტაბური საპროტესტო აქციები, მართლაც, ამბოხება - მკაფიო ნიშანია, რომ რუსეთისთვის ვითარება არ გამარტივდება და მსოფლიოში ყველა წესიერ ადამიანს გულწრფელად სურს, რომ ირანელ ერს ერთხელ და სამუდამოდ ჰქონდეს ბედნიერება, რომ თავი გაითავისუფლონ იქ ძალაუფლებაში მყოფი რეჟიმისგან - რომელმაც ამდენი ბოროტება მოიტანა, მათ შორის, უკრაინისთვის და სხვა ქვეყნებისთვისაც. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ ეს მომენტი ხელიდან არ გაუშვას, როცა ცვლილება შესაძლებელია და ყველა ლიდერი, ყველა ქვეყანა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ახლა უნდა ჩაერთოს - რათა დაეხმარონ ხალხს, მოაცილონ იმ ფაქტზე პასუხისმგებელი პირები, რომ ირანში, სამწუხაროდ, ის მოხდა, რაც მოხდა", - განაცხადა ზელენსკიმ.