უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტისთვის არ ემზადება, არამედ, პირიქით, შეტევით ოპერაციებს გეგმავს. ამის შესახებ ზელენსკიმ 11 აგვისტოს საღამოს მიმართვაში ილაპარაკა. 

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა საბრძოლო ველზე და დიპლომატიაში რეალური ვითარების შესახებ თავისი პარტნიორების ინფორმირებას განაგრძობს. 

"კერძოდ, ეს სამხედრო მომზადებებიც არის. ის ნამდვილად არ ემზადება ცეცხლისა და ომის შეწყვეტისთვის. პუტინს სურს მხოლოდ ის, რომ ამერიკასთან შეხვედრა თავის პირად გამარჯვებად წარმოაჩინოს და სხვა მხრივ იმავენაირად მოქმედება განაგრძოს, როგორც უწინ, უკრაინაზე ზეწოლა განაგრძოს, როგორც უწინ. 

არ არსებობს არცერთი ნიშანი, რომ რუსებმა ომის შემდგომი სიტუაციისთვის მომზადების გზავნილი მიიღეს, ჯერჯერობით არ არის. პირიქით, ისინი თავიანთ ჯარისკაცებსა და ძალებს იმგვარად გადაადგილებენ, რომ ახალი თავდასხმითი ოპერაციები დაიწყონ". - თქვა ზელენსკიმ.